კომუნალური გადასახადების რამდენ პროცენტს დაზოგავს ურბანული გამწვანება?

თითქმის ყველამ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქების გამწვანება ადამიანების ჯანმრთელობისთვის, თუმცა არ ვიცით, რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს თითოეული მოქალაქის და ოჯახის ბიუჯეტზე.
მეცნიერთა კვლევის შედეგად დადგინდა რომ შენობების ირგვლივ სწორად განთავსებულ (დარგულ) ხეებს სერიოზული ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მაგალითად სწორი გამწვანების შემთხვევაში, ხეებს შეუძლიათ შეამცირონ კონდინციონერის მოხმარება 30 % -ით, ხოლო გათბობის 20-50 % მდე. ზაფხულში კი, ქალაქებში საკმარისი რაოდენობის ხეების არსებობით, არსებული ტემპერატურა 2-8 გრადუსამდე შემცირდება.
ხეს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში შთანთქოს 150 კგ ნახშიროჟანგი, რაც
შესამჩნევად შეამცირებს კლიმატის ცვალებადობას.ქალაქების გამწვანებისთვის დამახასიათებელი მსხვილი ტიპის ხეები შესანიშნავად ფილტრავენ დაბინძურებულ ჰაერს, ხეებთან ახლოს გატარებული დრო კი ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს არტერიულ წნევას და სტრესს, მატულობს ენერგეტიკული დონე და შესაბამისად მცირდება ექიმებში და წამლებში გადახდილი თანხა.
ექსპერტთა გათვლებით, დედამიწაზე არსებული ხეების რაოდენობის ზრდა ქონების ღირებულებას 20 %-ით ზრდას გამოიწვევს. მსოფლიო მოსახლეობა სწრაფად ზრდადია და 2050 წლამდე მოსახლეობის 9.5 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ. ამ ფონზე თუ არ მოხდება ხეების რაოდენობის პარალელური ზრდა ექსპერტთა გათვლებით მსოფლიო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება.
წყარო: http://bit.ly/2defaNz


Facebook
YouTube
EnglishUSA