ტყის გაჩეხვით შემცირებული მოსავლიანობა, აგრომეტყევეობის უპირატესობები და Your Forest-ის პროექტი

ბოლო ათწლეულებში ქართველი ფერმერები მიწების უნაყოფობის პრობლემაზე ხშირად ჩივიან. გლეხების ცნობით, მოსავლის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. კლიმატის ცვლილების შედეგად, გვალვების ხანგრძლივობის პერიოდი 54 დღიდან 74 დღემდე გაიზარდა. ტყის საფარისა და ქარსაცავი ზოლების განადგურებამ კი ძლიერი ქარების ზრდა გამოიწვია, რაც სასოფლო სამეურნეო სავარგულებს  ზიანს აყენებს და მოსავლიანობას ამცირებს.

ქარი ნიადაგის ზედა ფენას (სადაც მარცვალია) ადვილად ანადგურებს, ასევე ხელს უწყობს მიწის გამოშრობას. ექსპერტების მოსაზრებით, ზაფხულობით მდინარეების დაშრობა და მომატებული ქარი, ტყების მასიურად ჩეხვის შედეგია. 2012 წელს კახეთში ძლიერი ქარების გამო მოსავალის განადგურებას ექსპერტები ქარსაფარი ზოლების გაჩეხვას უკავშირებენ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, რეალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობას აქვს, რადგან სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი, ამავე დროს საქართველოს აქვს შესაძლებლობა ააწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რაზედაც დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. თუმცა კლიმატის ცვლილება, თამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების არ არსებობა, აგროსექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ნიადგების მდგომარეობაზე ზუსტი სამეცნიერო კვლევების არ არსებობა, აგროსექტორს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

(CENN) მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, 2020-2050 წლებში ჰაერის საშუ­ალო მრავალწლიური ტემპერატურა 2,5-3 °C-ით მოიმატებს (ტემპერატურა უკვე გაზრდილია 0,6 გრადუსით), რის გამოც მოსალოდნელია სახნავ-სათესი მიწების, ბაღ-ბოსტნების, ვენახებისა და საძოვრების პროდუქტიულობის საგრძნობლად შემცირება. ფერმერების განცხადებით, მათ ყველაზე მეტად ექსპერტების კონსულტაციები სჭირდებათ, რადგან ნიადაგი და კლიმატი შეიცვალა და ის სასოფლო სამეურნეო კულტურები, რომელიც ადრე მოყავდათ, ახლა მცირე მოსავალს იძლევა.

„რა დავთესოთ, არ ვიცით. გვინდა ისეთი კულტურა, რომელიც ამ პირობებში მოვა და გაყიდვადიც იქნება. სწორედ ამ კუთხით გვინდა ექსპერტების დახმარება“.-აღნიშნავენ ფერმერები.

ek2

ზოგიერთ რაიონში გაუდაბნოების პროცესი განსაკუთრებულად გაძ­ლი­­ერდება. გვალვების ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ არ არსებობს მოწესრიგებული სარწყავი არხები. მკვლევარების რეკომენდაციით აუცილებელია ნიადაგდამცავი უნარის მქონე ტყის კორომების და ქარსაფარი ზოლების აღდგენა, გვალვაგამძლე აგროკულტურების შერჩევა და სარწყავი სისტემების წვეთოვან სარწყავ სისტემებზე გადაყვანა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი მასშტაბური პროექტის დაწყებაა საჭირო. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით ფონდ Your Forest-მა საქართველოში მასშტაბური პროექტის განხორციელბა გადაწყვიტა.

აგროეკოლოგიის და აგრომეტყევეობის კუთხით ფონდ Your Forest-ის პროექტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ფერმერების წინაშე დგას. აღნიშნული პროექტის წყალობით ფერმერებს ზუსტად ეცოდინებათ უახლეს ათწლეულებში, სად, რა სახის აგროკულტურა მეტად გაიხარებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა აგრომეტყევეობა, რაც ქარსაფარი ზოლების პრობლემას გადაჭრის და ნიადაგებს გამოშრობისგან დაიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე მთელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიით სამეცნიერო კვლევა ჩატარდება. დადგინდება უახლოეს წლებში კონკრეტულ ტერიტორიაზე რა პროცესებია მოსალოდნელი, როგორ შეიცვლება კლიმატი, ჰავა, ნიადაგის ტენიანობა , წყლის მოცულობა და სად, რომელი სახეობის ხის დარგვა და რომელ წელს რა სახის სასოფლო სამეურნეო კულტურის მოყვანა გაამართლებს. მსგავსი უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა კერძოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლიმატურ ზონაში აშენდება 30 სადგური, თითოეული სადგური 50 კილომეტრის რადიუსში შეისწავლის კლიმატის ცვლილებას, ნიადაგებს, ტენიანობას, წყლის შემცველობას, წყლის ბალანსს და ჰავას.
12675081_1133896703289290_690241714_o
სადგურებზე მოწვეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევის პროცესში, დადგინდება, როგორც ტყის, ასვეე სასოფლო სამეურნეო მიწებზე არსებული პრობლემების გამოწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები. სადგურებზე განთავსებულ სათბურებსა და სანერგე მეურნეობებში გამოიყვანენ ხის ნერგებს, როგორც ველური ხის ჯიშებს ტყისთვის, ისე ხეხილის ბაღებისთვის და გრომეტყევეობსითვის, ასევე ერთწლიანი კულტურების ჩითილებს. საექსპერიმენტო მიწებზე სხვადსხვა ს კლიმატურ პირობებში გადარჩენილი ნერგები, რომლებიც გაუძლებენ არსებულ კლიმატს და ნიადაგის პირობებს ახლომდებარე ტყეებში გადაირგვება და ქარსაცავი ზოლებიც აღდგება. აგრონარგავებით და ჩითილებით კი ფერმერები ისარგებლებენ.
ფონდ Your Forest-ის პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ეკოლოგიური თავლსაზრისით, ისე აგარარული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კუთხით.
პროექტი ხელს შეუწყობს ამ სფეროს ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და ადგილობრივი ახალი კადრების გაზრდას. კვლევის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება აგროსექტორით დაინტერესებული ინვესტორებისთვისაც. ინვესტორს, რომელსაც ზუსტ სამეცნიერო კვლევებზე გათვლით ეცოდინება, სად რა სახის პროდუქცია მოუტანს მოგებას, ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილების პროცესს გაუმარტივებს. სადგურში დამუშავებულ ინფორმაციას ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, წყლის შემცველობის ცვლილების თუ სხვა მონაცემების შესახებ, ყოველ კვირეულ რეჟიმში ფერმერებიც მიიღებენ, რაც მათ საკუთარი მეურნეობის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებათ.
q53wt8lai1pyn6sფონდ Your Forest-ის ექსპერტის ალექს ზოგასის განმარტებით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა აგრომეტყევეობა. აგრო მეტყევეობა არის უნიკალური მიდგომა მიწის მართვისათვის, რომელიც აკავშირებს მეტყევეობასა და სოფლის მეურნეობას, რათა გაზარდოს წარმოება, შემოსავალი და პარალელურად იზრუნოს გარემოსდაცვით მიმართულებაზე. აგრომეტყევეობა შეიძლება იყოს მთავარი ინსტრუმენტი ფერმერებისთვის, ტყის მეპატრონეებისათვისა და გაერთიანებებისათვის, რომელთაც უნდათ გამოიყენონ სტაბილური სტრატეგიები, რაც გაზრდის სასოფლო სამეურნეო პროდიუქტიულობას და დაიცავს ბუნებრივ რესურსებს. აგრომეტყევეობა არის საშუალება სოფლის მეურნეობა უფრო სტაბილური გახადოს, რომელიც გააერთიანებს ხეებს, სასოფლო სამეურნეო ლანდშაფტებს და ამგვარად გაზრდის სურსათის უსაფრთხოებას, შეამცირებს კლიმატურ რისკს და შეინარჩუნებს ნახშირბადს კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად. აგრომეტყევეობა წარმატებით ხორციელდება მცირე ფერმებში, ინტენსიურ მექანიზირებულ სასოფლო სამურნეო სისტემებში.
აგრომეტყევეობას აქვს საინტერესო უპირატესობა სამი სხვადსხვა თვალსაზრისით. ა)სახნავ-სათესი საქმიანობის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, ფასეული ხეების მოშენება და ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ არ დაირღვეს ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც უკვე განაშენიანებულია. ბ) ცხოველებისა და მარცვლეულის დაცვა ხეებით, რომელთაც აქვს ქარსაცავი ეფექტი რომელიც უზრუნველყოფს მზის ქარის და წვიმისაგან თავშესაფარს და ახდენს ნიადაგის მიკროფაუნისა და მიკროფლორის სტიმულირებას. გ) შესაძლობლობა გააერთიანო მეპატრონის (სამკვიდრო ხის) და ფერმერის ინტერესები (დამუშავებული მიწის წვდომა) ფერმერის დაჯილდოება ხეებზე ზრუნვისთვის. დ) სახნავსათესი მიწის სრული აღგენა, სატყეო მასივებად და ამასთანავე ნებართვა ამ მიწაზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობის გაგრძელების. ამგვარად სახნავ-სათესი პოტენციალი შენარჩუნებული იქნება.


Facebook
YouTube
EnglishUSA