ფონდმა Your Forest-მა და ბათუმის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ბათუმში პროექტი ,, Smart City: Heat Wave Pilot Project” -ს ფარგლებში  ბათუმის მერიასა და  ფონდ  ,,Your Forest”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად მხარეები მათი კომპეტენციის ფარგლებში, მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ პროექტ  ,, Smart City: Heat Wave Pilot Project” განხორციელებას,  რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქის კლიმატური ქსელის განვითარება და კლიმატური სიტუაციის უწყვეტი მეტეოროლოგიური მონიტორინგი, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემის,  აგროსექტორის,  ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ქალაქის ეფექტური განაშენიანება-დაგეგმარებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობებს შექმნის.
მერიის მხრიდან მემორანდუმს ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ მოაწერა ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ზოგადი კლიმატური სიტუაციის მონიტორინგისთვის საჭირო ღინისძიებებისა და პროგრამების შემუშავების კუთხით, ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაში, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ სამეცნიერო კვლევებისა და პროგნოზირების სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება მუნიციპალური სამსახურების წინასწარი გაფრთხილების სისტემა მოახლოებული მეტეოსაშიშროების შესახებ და მასთან დაკავშირებული სხვა სისტემები. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება, ჩატარდება სემინარები და კონფერენციები.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქსა და მის შემოგარენში დაიდგა 7 სინოპტიკური ავტომატური მართვის ცენტრი, რომელიც მიმართულია ქალაქის მდგრადი განვითარების პირობების შესაქმნელად.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამინდის ამჟამინდელი მონაცემებისა და მოსალოდნელი პროგნოზის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
http://climate.forestgeorgia.com/index.php/en/



Facebook
YouTube
EnglishUSA