Your Forest-მა ბათუმში “Smart City: Heat Wave Pilot Project” -ის ფარგლებში კლიმატის შემსწავლელი სადგურები განათავსა

ფონდ Your Forest-მა საქართველოში უკვე განახორციელა ერთი პროექტი _   „“«Smart City: Heat Wave Pilot Project” .  პროექტის  ფარგლებში ბათუმში კლიმატის შემსწავლელი 7 სადგური დაიდგა. მათ შორის ერთ-ერთი სადგური ბათუმის ბულვარში განთავსდა. (ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=8sIZerPiD9Y )

პროექტის მთავარი მიზანია უახლესი მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგურების საშუალებით,  ურბანული კლიმატური ქსელის  განვითარება, რომელიც  უწყვეტ მეტეოროლოგიურ მონიტორინგს განახორციელებს  (განახლების ინტერვალი 10 დან 30 წუთამდე ). მონიტორინგის მიზანია  გააფრთხილოს ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მოსალოდნელი სითბური ტალღების მოახლოების, სითბური დასხივების,  ქარიშხლისა და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.  შეგროვილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება თავისუფალ ონლაინ რეჟიმში დაინტერესებული სახელმწიფო სამსახურებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე ტურისტებისთვის.

 

სადგურების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა „პიკის საათის“ დროს  სითბური ტალღებისგან თავის ასარიდებლად შესაფერისი ადგილების მარშრუტების შემუშავება და დაგეგმარება.

 

სადგურების მეშვეობით მოსახლეობა  უწყვეტ რეჟიმში შეძლებს ინფორმაციის მიღებას, სად,  რომელ ტერიტორიაზე, დროის რა მონაკვეთში, რა  სითბური მონაცემებია,  რომელი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის რისკფაქტორის შემცველი და დროის რა მონაკვეთში სად უნდა შეაფარონ თავი.

 

სტატისტიკური მონაცემებით  სითბური ტალღები, როგორც წესი, ზრდის მოსახლეობის სიკვდილიანობის რიცხვს, მაგალითად, ძლიერი სიცხის დროს 1939 დან 2015 წლამდე მსხვილ  ქალაქებში სიკვდილიანობის დონე აშშ-ში ( ნიუ იორკი, ჩიკაგო და ლოს ანჯელესი) 7 % დან – 147 % მდე გაიზარდა  . 2003 წელს სიცხე ევროპაში დაახლოებით 70 000 ადამიანის გარდაცვალების  მიზეზი გახდა. მაღალი ტემპერატურა და ნესტი იწვევს,  არა მხოლოდ სითბური ტალღის გამოწვევას, არამედ დაავადებების ფართო სპექტრის გამწვავება: სითბური კრუნჩხვები, სითბური გამოფიტვა ასევე გაუწყლოვანება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

 

პროექტის საპილოტე  ეტაპის ფარგლებში  7 მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგური ქალაქ ბათუმში განთავსდება. სამი სადგური კი უახლოეს მომავალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დამონტაჟდება.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ბაზაზე, პროექტის ფარგლებში  სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა სექტორისთვის სისტემის პროფესიონალური ვერსიების შექმნა და შემუშავება, კერძოდ:

  1. ჯანდაცვა შეგროვდება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ანონიმური ბაზა,  მეტეოროლოგიურ მოვლენებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირის გამოსავლენად, გამაფრთხილებელი სისტემა ალერგენების, ქვიშის ქარიშხლების შესახებ, საფრთხე ასთმით დაავადებულთათვის, ხანდაზმულებისთვის და მათთვის ვინც იღებს წამლებს, ვისზეც მოქმედებს კლიმატური პირობები  და ა.შ. იგეგმება უსაფრთხო ადგილების მარშრუტების დაგეგმვა ( მაღაზიები, კაფეები, კანიონები, რესტორნები) ასევე ახლოს მდებარე დახმარების პუნქტები. სისტემასთან მიერთებული   იქნება პირდაპირი კავშირი უახლოეს ექიმთან , რომელიც შეძლებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას და ასევე ექსტრემალურ შემთხვევებში სასწრაფო დახმარებასთან.

 

  1. მუნიციპალური სამსახურების დახმარება ქალაქის შესაბამისი სამსახურების დროული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ: ხანძარი, ქარიშხალი, გვალვა, მაღალი ევაპოტრანსპირაცია, თოვლი, ინფექციისა და დაბინძურების რისკი და ა.შ.  მოსალოდნელი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად დროული ღონისძიებების განხორციელება  და საჭიროების შემთხვევაში ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

 

„ურბანიზაცია“:  კლიმატური მონაცემების გათვალისწინებით გათვლითი სისტემა ოპტიმალურია  მშნებლობისათვის.

 

 „ტურიზმი’: მოგზაურობების და სეირნობის გონივრული მარშრუტების დადგენა, ასევე ტურისტებისათვის უახლოესი 12 საათის განრიგი კლიმატური მონაცემებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გამოიწვიოს მეტეო მოვლენებმა.

 

 „აგრო“:  მომხმარებელს შესთავაზებენ აგრო საწარმოს ანალიზს, მფლობელი შესძლებს მოსავლის მონაცემების შეყვანას, სანაცვლოდ წარდგენილი იქნება რეკომენდაციები წარმოების ოპტიმიზაციისათვის და აგრეთვე  წარმოების გაუმჯობესების შესაძლო ვარიანტები.



Facebook
YouTube
EnglishUSA