ფონდ Your Forest-ის მოწვევით, საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნაბილ გნაემი ეწვია. ფონდის ორგანიზებითა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, ნაბილ გნაემმა ქართველ ფერმერებს მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდოლოგიები გააცნო.

სემინარს საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული ფერმერები და აგრობიზნესმენები ესწრებოდნენ. როგორც სემინარის შემდეგ ფერმერებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სემინარები რადგან დღეს ქართველ ფერმერებს რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, ეს არის მეტი ინფორმაცია და განათლება სხვადსხვა კულტურების მოყვანის, მოვლის და დაავადებებთან ბრძოლის შესახებ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა.

„დღევანდელ სემინარზე ყველაზე მეტად მაინტერესებდა მიმეღო ცოდნა როგორ ვებრძოლოთ მარწყვის დაავადებებს და შესაბამისი ინფორმაციაც და რჩევებიც მივიღე. ასევე სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში დამეხმარება. კარგი იქნება, თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი სემინარები და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლის შესახებაც მივიღებთ ცოდნას“_აღნიშნა სემინარის მონაწილე ერთ-ერთმა ფერმერმა.

ფონდ Your Forest-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს დახმარება ეკოლოგიის და აგარარული სექტორის მსოფლიო დონის კვალიფიციური ექსპერტების და მეცნიერების მოწვევით. ფონდის ხელმძღვანელების ილია და იოსებ შაპირების მოწვევით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა არაერთი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი და ექსპერტი. და მსგავსი პროექტების განხორციელბას მომავალშიც გეგმავს. 2016 წლის მარტში Your Forest-მა რეგიონში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული აგრომეურნეობების და აგროპერსპექტივების შესასწავლად სპეციალურად მოიწვია საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნევო დორონი და ხარისხის კონტროლის სპეციალისტი გამსონ რაფაელი. აღსანიშნავია, რომ ნევო დრონი 20 წლის მანძილზე ოთხ კონტინენტზე 37 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აგროკომპანიებს უწევდა კონსულტაციებს, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის დაგეგმარებასა და განხორციელებაში. მცხეთა-მთიანეთში არსებული მეურნეობების ეფექტურობის გაზრდის და აგროსექტორის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, ნევო დორონი და გამსონ რაფაელი, გუბერნატორის ინიციატივით სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფს უწევენ კონსულტაციებს. პროექტის მიზანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მწვანე ზონად ქცევა, ასევე მსოფლიო მასშტაბის ბრენდის შექმნა, როგორც ბიომეურნეობის მწარმოებელი რეგიონის.



Facebook
YouTube
EnglishUSA