Your Forest-ის მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს აგროსექტორის პერსპექტივები შეისწავლეს

ფონდ Your Forest-ის და J Group Global-ის მიერ ისრაელიდან მოწვეული აგრო ექსპერტები გამსონ რაფაელი და ნევო დორონი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედ აგრარული ორგანიზაციების საქმიანობას გაეცნენ. ებრაელი ექსპერტების ვიზიტი მცხეთა-მთიანეთის აგრარული სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგრო-ეკოლოგიური მეურნეობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა ესქპერტებმა და ფონდ Your Forest-ის ხელმძღვანელებმა შემდეგი მეურნეობები მოინახულეს: ნატახტარში ფერმერთა სასწავლო ცენტრი; სატბორე მეურნეობა; წილკანში შპს. ჯეოზერა სათბური; ერედა-ძალისში შპს. ბერთა მთა; ქსოვრისსა და მუხრანში შპს. ქართული ხილისა კომპანია; კაკლის ლატერალური ბაღი; სოფელ კრწანისში ბიოსასუქების მწარმობელი მაკრო პრიმი (ვერმიკულტურა); სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სოფელ ჩარდახში არსებული ბიომევენახეობა, იაგო ბიტარიშვილის მარანი და მუხრანის მეფრინველეობის ფერმა.

ქართული აგროწარმეობის გაცნობის შემდეგ, ისრაელის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ებრაელი ექსპერტები პროექტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს კონსულტაციებს გაუწევენ. მათი მონაწილეობით განხორციელდება პროექტი, რომელიც არსებული მეურნეობების ეფექტურობის გაზრდის და რეგიონის აგროსექტორის განვითარების შესაძლებლობას გააჩენს. პროექტის მიზანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მწვანე ზონად ქცევა, ასევე მსოფლიო მასშტაბის ბრენდის შექმნა, როგორც ბიომეურნეობის მწარმოებელი რეგიონის. ფერმერულ მეურნეობებში ორდღიანი ტურის შემდეგ ფონდ Your Forest-ის ხელმძღვანელების და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ფონდ Your Forest-ის , ექსტენციის სამსახურის და აგრარული სექტორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.



Facebook
YouTube
EnglishUSA