ფონდ Your Forest-ის მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა რამდენიმე რეგიონში აგრო სემინარები გამართა

უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსავლიანობის ზრდის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფონდ Your Forest-ის დამფუძნებელმა კომპანიამ J Group Global-მა , საქართველოს რამდენიმე რეგიონში აგრო სემინარები გამართა.

 

სემინარს J Group Global-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო დონის უცხოელი ექსპერტები: პინი სარიგი, ნაფტალ კოლაკოვსკი, ილია პლოტკინი და „NAANDANJAIN“ ის წარმომადგენლი იგალ მასტერი უძღვებოდნენ. უცხოელმა ექსპერტებმა მევენახეობის, სასათბურე და სათევზე მეურნეობების განვითარების მიზნით, ქართველ გლეხებს აგროსექტორში არსებული უახლესი მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სემინარის ძირითადი თემები იყო ვენახების მოვლა, გაზრდა,მორწყვის კონტროლი, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. წვეთოვანი და სასხური სარწყავი სისტემები, სათბურები და მისი აქსესუარები. ახალი მეთოდების და ტექნოლოგიებით ხილ-ბოსტნეულის მოყვანა, ასევე აკვაკულტურა_სათევზე მეურნეობების განვითარების მეთოდოლოგიები.

 

როგორც J-Group Global-ის მიერ მოწვეულმა სემინარის ტრენერმა მევენახეობის დარგის პროფესორმა პინი სარიგიმ აღნიშნა, აღნიშნული სემინარების მიზანია სარგებელი მოუტანონ ქართველ გლეხებს , იმ ტექნოლოგიებისა შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ, რათა მათ საკუთარი ვენახების მოვლა და დაცვა უკეთ შეძლონ. მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის მოსავლის გაზრდის, რისკის მინიმუმამდე დაყვანის და რესურსების ეკონომიის გარანტი.

 

ცნობისთვის: ფონდ Your Forest-ის დამფუძნებელი ისრაელის საერთაშორისო კომპანია J-Group-Global-ი სამია წელია საქართველოში აგროსექტორის მიმართულებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.



Facebook
YouTube
EnglishUSA