ფონდმა Your Forest-მა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ფონდ Your Forest-ის დირექტორმა ილია შაპირამ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად ფონდსა და გუბერნიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძეც ესწრებოდა.
მცხეთა-მთიანეთის მწვანე ზონად გამოცხადების პროექტის ფარგლებში ფონდი Your Forest-ი და აღნიშნული რეგიონის ადმინისტრაცია ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
ფოდნ Your Forest-სა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას შორის პირველი თანამშრომლობა 2016 წლის მარტში შედგა. Your Forest-მა რეგიონში არსებული აგრომეურნეობების და აგროპერსპექტივების შესასწავლად სპეციალურად მოიწვია საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნევო დორონი, რომელიც 20 წლის განმავლობაში, ოთხ კონტინენტზე 37 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგროკომპანიას უწევდა კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ასევე Your Forest-ის ორგანიზებით, 26 ოქტომბერს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მარწყვის მოყვანის თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების თემაზე, ფერმერებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდა ფონდის მიერ ისრაელიდან მოწვეული საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნაბილ გნაემი, რომელმაც ქართველ ფერმერებს მარწვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მცენარის დაავადებებთან ბრძოლის მეთოდოლოგიები გააცნო.
უახლოეს მომავალში ფონდი Your Forest-ი ასევე გეგმავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კლიმატის შემსწავლელი სადგურები განათავსოს. სადგურები გარდა კლიმატის შესწავლისა, აგროსექტორისთვის მნიშვნელოვან და გამოსადეგ ინფორმაციასაც გადაამუშავებს, რომლითაც ფერმერები ისრაგებლებენ. მსგავსი 7 სადგური Your Forest-მა უკვე განათავსა ბათუმში.



Facebook
YouTube
EnglishUSA