ფონდი Your Forest-ის გამოფენა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ფონდი Your Forest-ის ორგანიზებით, შარდენზე ფოტოგრაფ მიქაელ ქავთარაძის ფოტო-გამოფენა და სამხატვრო სტუდიის სამხატვრო აქცია-პერფომანსი გაიმართა.  ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის არსებული საფრთხეების დანახება.

ფონდი Your Forest-ის განმარტებით, ადამიანებს უჭირთ იმ საფრთხის აღქმა, რომელიც გარემოსთან მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იქმნება, მანამ სანამ შედეგების წინაშე არ აღმოჩნდებიან და ამის საშინელი მაგალითი იყო 13 ივნისის სტიქია.

როგორც ფონდში აღნიშნავენ, თანამედროვე მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს სერიოზულ საფრთხედ იქცა გაუდაბნოების პროცესის დაწყება, რასაც იწვევს ტყეების შემცირება და კლიმატის ცვლილება. რამდენიმე რაიონში ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რაც სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, მოსახლეობას და სახელმწიფოს.

„მსგავსი ღონსიძიებების მიზანი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ დაწყებულ პროცესებზე და იმაზე თუ კონკრეტულად როგორ აისახება მის ჯანმრთელობაზე დაეკონომიკურ შემოსავალზე გარემოს ცვლილება, თუ ისინი არ გაუფრთხილდებიან მას. მათ უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ თავი დაიცვან ამ შედეგებისგან. უნდა გაიაზრონ, რომ სწორედ ტყეებისშემცირებაიწვევს წყლის ბალანსის დარღვევას დანიადაგებისგაუდაბნოებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 15 წელიწადში საქართველოში 600 ათასიჰექტარიტყე, არსებული ტყეების 25 პროცენტი განადგურდა. ტყის შემცირება კი იწვევს: კლიმატის ცვლილებას, ტერიტორიების გაუდაბნოებას, მიწების უნაყოფობას, სტიქიებს და ასეულობით მილიონი ლარის ზარალს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსალოდნელი სტიქიით გამოწვეული შესაძლო ზარალი 146 მილიონი დოლარიდან 3.3 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. კლიმატის ცვლილების შედეგად გვალვების ხანგრძლივობის პერიოდი 54 დღიდან 74 დღემდე გაიზარდა. ტყისა და ქარსაფარი ზოლების შემცირების შედეგად გაძლიერდა ქარების სიჩქარე, ასევე ირღვევა წყლის ბალანსი, წყაროები შრება, მდინარეები შეიცვალა, ხევების ღვარცოფულობამ კი იმატა. მეწყერების, ღვარცოფებისა და ქვათა ცვენის საშიშროების რისკის ზონაში 53 ათასამდე უბანი ფიქსირდება, აქედან 466 060 ადამიანით დასახლებული 3000-მდე დასახლებული პუნქტია. რაც შეეხება ტყის ხანძრებს, ხანძრების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები მრავალწლიან პერსპექტივაში აზიანებს მიმდებარე სასოფლო ნიადაგებს და მოსავლიანობას ამცირებს. რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე“, _აღნიშნავენ ფონდ Your Forest-ში



Facebook
YouTube
EnglishUSA