კონფერენცია “საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მართვა”

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ფონდ Your Forest-ის დამფუძნებელმა ისრაელის საერთაშორისო კომპანია J Group Global-მა კონფერენცია “საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მდგრადი მართვა” გამართა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ისრაელის საერთაშორისო კომპანია J Group Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად ინოვაციურ  პროექტის განახორციელებას გეგმავს.

ტყეების აღდგენისა და დაცვის სამუშაო გეგმას სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე იქნება დაფუძნებული. “პროექტში ისრაელისა და საქართველოს უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კლიმატის ცვლილების, დაავადებული ხეების, ნიადაგებისა და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა მოხდება, შემდეგ კი ახალი ტყეების განაშენიანების პროექტი შეიქმნება კონფერენციას ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და კომპანია J Group Global (JGG)-ის ხელმძღვანელები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.



Facebook
YouTube
EnglishUSA