საქართველოს აგროსექტორის პერსპექტივებზე ექსკლუზიური ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან

ექსკლუზიური ინტევრიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემებზე და პერსპექტივებზე, საერთაშორისო ექსპერტთან ნევო დორონთან , რომელიც 37 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას უწევდა კონსულტაციებს აგროსექტორის დაგეგმარებასა და ორგანიზებაში, მათ შორის ისრაელს, არგენტინას, თურქეთს, ჩინეთს, რუსეთს, აფრიკის ქვეყნებს და ა.შ. ნევო დორონი საქართველოს ფონდ Your Forest-ის მოწვევით ეწვია. (გამოქვეყნებულია Pia.ge-ის მიერ http://pia.ge/show_news.php?id=7870…)

_ ბატონო დორონ, საქართველოში ვიზიტისას რამდენიმე რეგიონის აგროსექტორს გაეცანით, რა პროექტის ფარგლებში ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას და რის გაკეთებას გეგმავთ საქართველოში?

_ საქართველოში ფონდ Your Forest-ის მოწვევით ჩამოვედი, რომელიც თქვენს ქვეყანაში აგროეკოლოგიის განვითარებაზე მუშაობს. მათი მოწვევით ჩავერთე პროექტში რომელიც მცხეთა-მთიანეთის აგროსექტორის განვითარებას და მწვანე რეგიონად ქცევას ისახავს მიზნად. ვიზიტისას რამდენიმე რეგიონში ვიმყოფებოდი და სხვადსხვა სახის მეურნეობები მოვინახულე. ვფიქრობ, საქართველოს გააჩნია კარგი პირობები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ქვეყანა დაყოფილია სხვადსხვა რეგიონებად, რომლებიც განსხვავდებიან სხვადსხვა კლიმატური და ფიზიკური პირობებით, მაგრამ მათ უმეტესობას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას სოფლის მეურნეობაში, თუ ყველაფერი სწორად და კარგად დაგეგმილი იქნება.

_როგორია თქვენი შეფასება, რა პრობლემებია საქართველოს აგროსექტორში? მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნაყოფიერი ნიადაგები გვაქვს და სხვა ბუნებრივი პირობებიც ხელს გვიწყობს? თქვენი აზრით რა ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა მისი განვითარება?

dsc_1843_მთავარი დაბრკოლებები საქართველოს სოფლის მეურნეობაში არის: ფერმერულ დონეზე – ფერმერთა უმრავლესობას ძალიან პატარა მიწა აქვს და ძალიან ღარიბები არიან. ამის გამო, მათ არ შეუძლიათ თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიების და აღჭურვილობების გამოყენება. გარდა ამისა , ფერმერები არ არიან განსწავლულნი და არ აქვთ სოფლის მეურნეობის მართვის ცოდნა. უფრო მეტიც, მარკეტინგის გარეშე ახდენს ფერმერი თავისი პროდუქციის რეალიზაციას. ეს ფაქტი, ამცირებს მათ ვაჭრობას და მომგებიანობას. ეროვნული დონეზე – უმეტესობა სოფლის მაცხოვრებლებს არ აქვთ ენერგია და/ან სარწყავი სიტემა; შეჩერებულია სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და გამოცდილების გავრცელება, რის შედეგადაც ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია მოდერნიზებული და გაუმჯობესებული აგრონომული სიახლეებისა თუ აგრო-ტექნიკის შესახებ; შეზღუდულია საჯარო სასოფლო-სამეურნეო კვლევები; არსებობს ძალიან შეზღუდული საზოგადოებრივი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების სერვისები, როგორებიცაა : ლაბორატორიები და ვეტერინალური დაცვა; ფერმერთა უმრავლესობას ხელი არ მიუწვდებათ მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერასთან; არ არსებობს დირექტივები და მითებები ხარისხის კონტროლზე და საწარმოს სტანდარტების დაცვაზე.

 

_ რა რეკომენდაციებს მისცემდით ქართველ ფერმერებს, სახელმწიფოს?

dsc_2472_მე მჯერა, რომ ხელისუფლებამ უნდა განავითაროს და ხელი შეუწყოს სოფლისმეურნეობის პოლიტიკას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფერმერთა შესაძლებლობებს და გაზრდის ეროვნული სოფლის მეურნეობის წარმოებას. ამგავრი პოლიტიკა უნდა შეიცვდეს შემდეგ ასპექტებს და ასევე: ხანგრძლივი დაგეგმარება ; საჯარო სასოფლო-სამეურნეო კვლევების გაძლიერება; სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და გამოცდილების გავრცელების გაუმჯობესება, მუდმივი და ხარისხიანი კავშირების შექმნა, ურთიერთკავშირი ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის საკითხებში გამოცდილ მკვლევარებს შორის; ენერგიის და სარწყავის სიტემის მიწოდება; სასოფლო-სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა (ვერეტინარული დაცვა , მეტეოროლოგიური მონაცემები, ლაბორატორიული სერვისი, გაფართოება და ა.შ.) ფერმერთა მეწარმეობის გაზრდა; მარკეტინგული ორგანიზებულობის გაზრდა; ინვესტირება აგროინდუსტრიაში; ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაუმჯობესება; სასოფლო-სამეურნეო და მართვის სტანდარტების შემუშავება, რათა საქართველო GAP- ის ქვეყანაში შევიდეს, რაც ხელს შეუწყობს ახალი საექსპორტო გზების გახსნას სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირი. საქართველოს აგროსექტორის გაცნობისას ყველაზე მეტად რომელი ფერმერული მეურნეობით დაინტერსდით? ყველაზე დიდი პოტენციალი რომელ სექტორს აქვს? საქართველოს სოფლის მეურნეობის შეცვლა გახლავთ მრავალწლიანი პროცესი. სწორი დაგეგმარების და ორგანზიების შემთხვევაში მცირე ზომის ფერმერული ერთეულები თანდათან გაიზრდება, მოხდება მიწების და საწარმოო საშუალებების გაერთიანება . ეს ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გაუმჯობესებას, ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის მართვას. ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებს აქვთ უნიკალური პოტენციალი: რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორც-პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ბოსტნეულის და ხილის წარმოება, მაღალის ხარისხის პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირება, კენკრის, სოკოს და ყვავილების წარმოება, აგრო მომსახურება: არა მხოლოდ საქართველოში არამედ სომხეთსა და აზრებაიჯანში. მაგ: სანერგე, საკვების გადამამუშავებელი და განაყოფიერების მომსახურება.

 

12916733_465078880368892_1392419970280313425_o_მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩივის რომ ადრე უფრო მეტი მოსავალი მოდიოდა, ახლა კი მოსავლის რაოდენობამ იკლო, რასაც ხელს უწყობს სარწყავი წყლის შემცირებაც. რას ურჩევდით ქართველ ფერმერებს. ისრაელმა უწყლოობის პრობლემა დიდი ხნის წინ გადაჭრა და დღეს მსოფლიოში ერთერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მერუნეობის განვითარების მხრივ. თქვენი ქვეყნის მაგალითზე რა გამოცდილებას გაუზიარებდით საქართველოს?

_ისრაელს აქვს „გახადე უდაბნო მწვანე“ წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ეჭვგარეშეა, რომ სარწყავი სიტემის განთავსება საგრძნობლად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის სფეროს. ნათესები არა მხოლოდ უკეთესად ირწყვება, არამედ ხდება სასუქის და ქიმიკატების თანაბარი მოხმარება. გარდა ამისა ,მაღალი წნევის სარწყავი სიტემები, განსაკუთრებით კი წვეთოვანი სარწყავი სიტემა ახდენს წყლის ეკონომიას და იცავს ეროვნული წყლის ბალანსს. წყლის შედეგიანი გამოყენების კიდევ ერთი ასპექტი არის ჩამდინარე წყლის გადამუშავება. ნაცვლად იმისა,რომ ჩამდინარე წყალი ჩაედინოს მდინარეებში, უნდა მოხდეს მათი გაფილტვრა და შემდგომში ისევ სარწყავ წყლად გამოყენება. ეს ყოველივე მნიშვნელოვან და დადებით გავლენას იქონიებს გარემოზე და ეროვნული წყლის ბალანსზე.



Facebook
YouTube
EnglishUSA