გახშირებული სტიქიები, შემცირებული მოსავლიანობა და ასეულობით მილიონის ზარალი -რა ზიანს აყენებს ქვეყანას ტყის შემცირება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 15 წელიწადში საქართველოში  ქვეყანაში არსებული ტყეების თითქმის 1/4.

1990 წლიდან საქართველოს ტყე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტყის საფარის უსისტემო, მასიურმა გაჩეხვამ კლიმატის ცვლილებამ, ტყის ხანძრებმა, ხეების დაავადებამ და ნიადაგების ეროზიამ ტყეების მასიურად შემცირების პროცესი გამოწივია.

საქსტატის ინფორმაციით, 2000 წელს საქართველოს ტყეების მთლიანი მოცულობა 2.77 მილიონ ჰექტარი იყო. 2014 წლის მონაცემებით კი ტყით დაფარული ფართობის საერთო რაოდენობა 2.17 მილიონამდე შემცირდა. თითქმის ერთი მეოთხედით 600 ათასი ჰექტარით, როცა ამ პერიოდში მხოლოდ 1631 ჰა ტყის გაშენება მოხდა.

 

2014 წლის მონაცემებით საქართველოში ტყე ქვეყნის საერთო ტერიტორიის 31.4%-ს მოიცავს და თითქმის მთლიანად (97.7%) მთის ფერდობებზეა განთავსებული. ატარებს ნიადაგდაცვით, წყალდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას. მთის ფერდობებზე ტყის მოსპობა იწვევს ნიადაგის ეროზიას, მის ჩამორეცხვას, მთის ქანების დაშლას, ღვარცოფებს, მეწყერებსა და ეკოლოგიურ კატასტროფებს. ეს ყველაფერი მძაფრდება, როცა გლობალური დათბობა მიმდინარეობს, დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს და ნალექების რაოდენობა იზრდება, რის შედეგადაც ეკოლოგიური კატასტროფების რაოდენობა და მასშტაბები იზრდება.

მეცნიერების პროგნოზით თუ დროულად არ მოხდა დაავადებული ტყეების გადარჩენა და აღდგენა, გლობალური დათბობა კავკასიის ფლორას და ფაუნას მასიურ განადგურებამდე მიიყვანს.

 

ტყის შემცირებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების რისკი და ზარალი

ტყის შემცირება იწვევს: კლიმატის ცვლილებას, ტეირტორიების გაუდაუბნოებას, სასოფლო სამეურნეო მიწების უნაყოფობას, მასიურ სტიქიებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს, გზების დაზიანებას, ათეულ ათასობით ადამიანი უსახლკაროდ აღმოჩნდება, დაზიანდება სასოფლო სამურნეო მიწები, სახელმწიფო კი ასეულობით მილიონის, ან მილიარდობით ზარალს მიიღებს. ხეტყის უსისტემოდ გაჩეხვის შედეგად ბევრ ადგილას წყაროები დაშრა, მდინარეები შეიცვალა, ნებისმიერ რეგიონში პატარა ხევიც კი უკვე ღვარცოფულია. ტყეები წყალმარეგულირებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში სტიქიური უბედურებების წარმოქმნის საფრთხე 5-20 პროცენტამდე მერყეობს. მათ მიერ გამოწვეული შესაძლო ზარალი 146 მილიონი დოლარიდან 3. 3მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.

საქართველოში სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001 წლიდან დაიწყო. 2003-2005 ; 2008 2014 წლებში წყალდიდობების და წყალმოვარდნების რიცხვმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო.

ბოლ ათწლეულში საქართველოში 3-ჯერ გაზრდილია გვალვის მაჩვენებელი. ამ პერიოდში გვალვისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს

ექსპერტების მოსაზრებით, აღმოსავლეთ საქართველოში ზაფხულობით მდინარეების დაშრობა და მომატებული ქარი ტყის გაჩეხვის შედეგია. მათივე მტკიცებით, 2012 წელს კახეთში ძლიერი ქარების გამო მოსავალის განადგურება და სახლებს სახურავების დაზიანება, ქარსაფარი ზოლების გაჩეხვას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში 2.5 -ჯერ გაზრდილია ძლიერი ქარის შემთხვევები, ქარით გამოწევულმა ზარალმა კი ოთხჯერ მოიმატა.

 

მეწყერების, ღვარცოფებისა და ქვათა ცვენის საშიშროების რისკის ზონაში 53 ათასამდე უბანი ფიქსირდება, აქედან 3000-მდე დასახლებული პუნქტია. მთელს საქართველოში მეწყერის რისკის ზონაში 466 060 ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ ქვემოსვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში შენობების 42% მეწყერის მაღალი რისკის ზონაში იმყოფება, ღვარცოფის რისკის ზონაში 36 184, ქვათა ცვენის 8 958. გაორმაგდა წყალდიდობების და წყალმოვარდნების შემთხვევების რაოდენობა . წყალდიდობების მაღალი რისკის ზონაში 233 957 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ტყე ასევე ამცირებს ზვავის წარმოქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიის 10 პროცენტი კი ზვავის მაღალი საფრთხის რისკის ზონაში იმყოფება 22 პროცენტი – საშუალო რისკის ზონაში. საქართველოში არსებული შენობების 5 პროცენტი წყალდიდობის რისკის ქვეშ იმყოფება 9 პროცენტი _ მეწყერის მაღალი რისკის საფრთხის ქვეშ

 

ხე-ტყის მასიური ჩეხვის გარდა, ტყეების შემცირების პროცესს აჩქარეებს ხეების დაავადებაც. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვნებში ჩატარებული კვკლევის თანახმად 26 000 ჰექტარი ტყიდან 23 000 ჰექტარი დაავადებული აღმოჩნდა; ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის წიწვოვნებში მავნებლების დაზიანებით გამხმარია და ხმობადი 22%-მდე ნაძვის ხე; იმერეთში – ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში ძირითადად წაბლის კიბოთი დაავადებულია ხეები. დაავადების შედეგად გამხმარია კოლხური ბზის კორომები მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს ტყეების დიდ ნაწილს საფრთხეს უქმნის როგორც სოკოვან-ვირუსული დაავადებები, ასევე ტყის მავნებლები. ეს მხოლოდ იმ ტერიტორიების მონაცემებია სადაც კვლევა განხორციელდება. მსგავსი პრობლემა საქართველოს ტყეების დიდი ნაწილში აღინიშნება.

ტყეების დიდი მასივები 35 გრადუსზე მეტი დახრილობისაა, სადაც დღევანდელი კანონმდებლობით ჭრა დაუშვებელია და სწორედ 25 გრადუსიდან 35 გრადუსამდე ჭრის დაკანონებამ მეწყერების და ზვავებს ჩამოწოლის დამატებითი საფრთხე გამოიწვია.

 

ტყის ხანძრები: ბოლო 15 წელიწადში ტყის ხანძრების ყველაზე მეტი შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა _ 69 შემთხვევა, რის შწედეგადაც 705 ჰექტარი ტყე დაიწვა. მანამდე ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებლი 2000 წელს ფიქსირდება _ 34 შემთხვევა და 85 ჰექტარი დამწვარი ტყე. მოსახლეობის აზრით, ხე-ტყის უკანონო ჭრის კვალის დასაფარად, ტყის ხანძრებს ხელოვნურად აჩენენ. დაავდებული და გამხმარი ტყეები ადვილად ალდება, რაც ტყის ხანძრების რისკს ზრდის. ტყის ხანძრების დროს ზიანდება სასოფლო სამეურნეო ნიადაგებიც. ამ დროს ტემპერატურა 1000 გრადუსზე მეტს აღწევს და ნიადაგს აზიანებს. მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნილი მავნე ნივთირებები ძლიერი წვიმის შედეგად სასოფლო სამეურნეო ნიადაგებში ჩამოდის და მრავალწლიან პერსპექტივაში მოსავლიანობას ამცირებს.

ტყის მასივების არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით, რაც მოსახლეობაში იწვევს ფილტვის ფუნქციის გაუარესებას ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირებას; სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას. ხანძრის დროს ავადდება მიმდებარე ტერიტორიაზე გადარჩენილი ჯანმრთელი ტყის მასივებიც და ახალი ფართობების ხმობის პროცესი იწყება.

 

ტყის მნიშვნელობა

ტყე არის ჟანგბადის მთავარი წყარო პლანეტაზე, შთანთქავს ქიმიურ დაბინძურებას და აუვნებელყოფებს მავნე აირებს; ამცირებს გვალვას და მშრალი ქარის უარყოფით გავლენას, ხელს უწყობს სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის მატებას; იცავს ნიადაგს წყლისა და ქარის ეროზიისგან, ღვარცოფისაგან, ნიაღვრისაგან, სანაპიროების ნგრევისა და სხვა უარყოფითი გეოლოგიური პროცესებისაგან;

ტყის შემცირება იწვევს წყლის ბალანსის დარღვევას და შემცირებას, ტერიტორიების გაუდაბნოებას და მოსავლიანობის შემცირებას.

ტყე აუმჯობესებს წყლის ხარისხს და ცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის ნაკადის წარმართვას, ნალექის რაოდენობის შემცირებას და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას; ტყეში არსებული წყაროები სასმელი წყლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს; ხის ფესვები აკავებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიების რისკს და ხელს უწყობს ნიადაგის საფარის აღდგენა-შენარჩუნებას.

 

FAO-ს მონაცმეებით საქართველოს ტყე ყოველწლიურად დაახლოებით 180-190 მილიონ ტონამდე ჰაერის მტვერს ფილტრავს; შთანთქავს წლიურად 41,5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს. 1 ჰექტარი ტყის მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს.მრავალწლოვანი ხე 70-ჯერ მეტად ეწინააღმდეგება დაბინძურებას, ვიდრე ახლადდარგული.

ბოლო 15 წლის მანძილზე 600 ჰა-ზე მეტი ტყე განდგურდა, არსებული ტყეების თითქმის 25 პროცენტი.

P.S შენი ტყე შენ გიცავს! მოუარე შენს ტყეს!



Facebook
YouTube
EnglishUSA