ბათუმში Your Forest-ის პროექტი ,,ჭკვიანი ქალაქი: Heat Wave Pilot Project” წარმატებით განხორციელდა

ბათუმი ერთ-ერთი პირველი ქალაქია მსოფლიოში, სადაც წარმატებით განხორციელდა პროექტი: ,,ჭკვიანი ქალაქი: Heat Wave Pilot Project”.
ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით და ბათუმის მერიის მხარადჭერით განხორციელებული პროექტის მიზანია ქალაქის კლიმატური სიტუაციის უწყვეტი მეტეოროლოგიური მონიტორინგი და მოსახლეობის ინფორმირება, აგროსექტორის, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ქალაქის ეფექტური განაშენიანება-დაგეგმარებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობების დანერგვა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში განთავსდა 7 კლიმატური სადგური (ბულვარი, მემედ აბაშიძის ქუჩა, ცენტრალური ნაწილი, ადლია, ბარცხანა, ფერიის მთა და ჩაქვი), რომელთა მეშვეობითაც ხდება სინოპტიკური მახასიათებლების მეტეოროლოგიური პირობების, ამინდის განმსაზღვრელი მონაცემების შეგროვება – დამუშავება და გამოქვეყნება 10-15 წუთიანი ინტერვალით, რაც უკვე წარმოადგენს საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციას. სულ მალე ამოქმედდება წინასწარი გაფრთხილების სისტემა 3 საათიანი წინსწრებით.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ზოგადი კლიმატური სიტუაციის მონიტორინგისთვის საჭირო ღინისძიებებისა და პროგრამების შემუშავების კუთხით, ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაში, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ სამეცნიერო კვლევებისა და პროგნოზირების სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა და ვებგვერდის პრეზენტაცია მერიაში გაიმართა.
ყოველდღიური სინოპტიკური მონაცემების გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
1. ლოკაციების მიხედვით: http://climate.forestgeorgia.com/in…
2. სინოპტიკური მონაცემები რუკაზე: http://climate.forestgeorgia.com/in…
3.ტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის ურთიერთშეფარდება (ზომიერი-საშიში) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://climate.forestgeorgia.com/in… “�k�m��@�/
წყარო http://bit.ly/2euvz3s


Facebook
YouTube
EnglishUSA