ილია წინამძღვრიშვილის საზოგადოებრივ კოლეჯს ფონდმა Your Forest-მა აგროკლიმატური სადგური გადასცა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძვანელობის ინიციატივით ილია წინამძღვრიშვილის საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე, კერძოდ მეხილეობის და მევენახეობის საკოლეციო ნაკვეთებში, ისრაელის ფონდის „your forest”-ის მიერ უსასყიდლოდ დამონტაჟდა აგრო-კლიმატური მინი სადგური.

სადგურის ინვენტარი და შესაბამისი აპარატურა  კოლეჯს  ფონდის „your forest”-ის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ერაძემ და ადმინისტრაციული საკითხების სპეციალისტმა საჰარა ხოჯაზიანოვამ  გადასცეს .

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგრო-კლიმატური მინი სადგური ოპერატიულად იძლევა ინფორმაციას ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექის რაოდენობისა და ამინდის პროგნოზის შესახებ, რაც მოსავლის დაზიანების პრევენციაა.

 

აგრო-კლიმატური სადგურის მოქმედების არეალი 50 კმ. რადიუსს მოიცავს. მინი სადგურის ორ სექციანი სისტემა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და ინფორმაციის მიღება ავტომატიურად ხორციელდება, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ აგრო-კლიმატურის პირობების გათვალისწინებით მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება-სწავლება. ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება უწყვეტად ინტერნეტის საშუალებით. სტუდნეტები და მომხმარებლები აგრო -კლიმატურ პროგნოზის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.



Facebook
YouTube
EnglishUSA