ჩვენს შესახებ

`ფონდი  Your Forest დარეგისტრირებულ იქნა საქართველოში 2016 წლის თებერვალს. ფონდი  Your Forest  წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას და დაარსებულია ისრაელის კომპანია „J-Group-Global Ltd“-ს მიერ  (კომპანია დაარსდა 2007 წელს).  ამ  ეტაპზე ფონდის ფინანსური მხარდაჭერა  ხორციელდება მისი დამფუძნებლების მიერ.

ამჟამად  ფონდმა  ურთიერთანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ უკვე გააფორმა მემორანდუმები საქართველოს საპატრიარქოსთან, ბათუმის მერიასთან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან, ასევე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

Your Forest-ის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა,  აგრეთვე საქართველოს რეგიონებში ინტერდისციპლინური პროგრამების შექმნა, ეფექტური აგროეკოლოგიური მეურნეობის წარმართვა და ეკოსისტემის აღდგენა. ფონდი  ქმნის გრძელვადიან პროგრამას ეკოლოგიური და აგროეკოლოგიური კვლევებისთვის იმ საკითხების გადასაწყვეტად როგორიცაა:

 

  • გრძელვადიანი ეკოლოგიური და აგროეკოლოგიური მოდელების შექმნა და ადაპტაცია.
  • გარემოს სხვადასხვა კომპონენტის გავლენა ეკოსისტემებისა და აგროეკოსისტემების ფუნქციონირებაზე.
  • ეკოლოგიური მიდგომის შემუშავება და ინტეგრაცია , რომელიც დაფუძნებულია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის წარმატებული მართვის პრაქტიკაზე.
  • განახლებადი ენერგიის წყაროს მოხმარების პრიორიტეტი.

რომელთა გადაჭრაც  შეუძლებელია მოკლევადიანი დაკვირვებების ან ლოკალური ექსპერიმენტების საშუალებით: საკითხების წარმატებული გადაწყვეტისათვის იგეგმება სამეცნიერო სადგურების განლაგება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის  სრული კლიმატური მრავალფეროვნებისა და მიწის თავისებურებების სრული სურათის შესაქმნელად. ყოველი სამეცნიერო სადგურის საფუძველზე შეიქმნება სამეცნიერო თემები, რომლებიც მოცემული კონკრეტული რეგიონის ეკოსისტემისა და აგროსისტემის განლაგებისთვის იქნება დამახასიათებელი. ყველა სამეცნიერო სადგურმა უნდა შეაგროვოს გრძელვადიანი მონაცემები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს აგრომეურნეობისა და ეკოსისტემის უტილიზაციის გაუმჯობესებას.

ინტელექტუალური პროგრამის შედეგს წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების ბანკის, პროგრამებისა და ტექნოლოგიების  შემუშავება, რომლებიც აგროეკოსიტემების და ეკოსისტემების ეფექტურად გამოყენებისა და მართვის და ასევე დანგრეული ეკოსისტემების აღდგენის საშუალებას იძლევა გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე. შემუშავებული ინსტრუმენტები, პროგრამები და ტექნოლოგიები შექმნის მაღალტექნოლოგიურ პლატფორმას და მიგვიყვანს შემდეგი დარგების გაუმჯობესებასთან:

 

  • პერიფერიებში სამუშაო ადგილების შექმნა.
  • მსხვილი სატყეო მასივებისა და პარკების შექმნა.
  • მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსის შექმნა.
  • მაკროეკონომიკურ მაჩვენებელში სასოფლო და სამეურნეო წილის გაზრდა (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)), ამ მეურნეობების რენტაბელურ დარგებში გარდასახვით.
  • გარემოს ხარისხის გაუმჯობესება.
  • გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფლორის, ფაუნის და მოსახლეობის დაავადებათა შემცირება.
  • გარემოს კვლევისა და აგროეკოლოგიის სფეროში საქართველოს გაყვანა მოწინავე ადგილზე.

Facebook
YouTube
EnglishUSA