ისტორია

საქართველოში აგრო-ეკოლოგიის მიმართულებით მასშტაბური პროექტის განხორციელების იდეა ფონდ Your Forest-ის  დამფუძნებელ  J-Group-Global-ის ხელმძღვანელებს  იოსებ და ილია შაპირებს   2013 წელს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდათ. როდესაც უწმინდესმა შეიტყო  J-Group-Global-ს  თურქმენეთის უდაბნოში ათასობით ჰექტარი ტყე ჰქონდა გაშენებული, საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, თავისი გულის ტკივილი გაუზიარა. უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ J-Group-Global-ის ექსპერტები და მეცნიერები ისრაელიდან, ორი წლის განმავლობაში ეცნობოდნენ საქართველოს ეკოსისტემაში არსებულ პრობლებს და საფრთხეებს. ვითარების გაცნობის შემდეგ   ფონდ Your Forest-ის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს და დაიგეგმა პროექტი, რომელიც ორ სექტორს,  აგრო და ეკოლოგიას აერთიანებს.

აგროეკოლოგიის და აგრომეტყევეობის კუთხით ფონდ Your Forest-ის პროექტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ფერმერების წინაშე დგას. აღნიშნული პროექტის წყალობით ფერმერებს ზუსტად ეცოდინებათ უახლეს ათწლეულებში, სად, რა სახის აგროკულტურა მეტად გაიხარებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა აგრომეტყევეობა, რაც ქარსაფარი ზოლების პრობლემას გადაჭრის და ნიადაგებს გამოშრობისგან დაიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე მთელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიით სამეცნიერო კვლევა ჩატარდება. დადგინდება უახლოეს წლებში კონკრეტულ ტერიტორიაზე რა პროცესებია მოსალოდნელი, როგორ შეიცვლება კლიმატი, ჰავა, ნიადაგის ტენიანობა , წყლის მოცულობა და სად, რომელი სახეობის ხის დარგვა და რომელ წელს რა სახის სასოფლო სამეურნეო კულტურის მოყვანა გაამართლებს. მსგავსი  მასშტაბის კვლევა საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა. კერძოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლიმატურ ზონაში აშენდება 30 სადგური, თითოეული სადგური 50 კილომეტრის რადიუსში შეისწავლის კლიმატის ცვლილებას, ნიადაგებს, ტენიანობას, წყლის შემცველობას, წყლის ბალანსს და ჰავას.

სადგურებზე მოწვეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევის პროცესში, დადგინდება, როგორც ტყის, ასევე სასოფლო სამეურნეო მიწებზე არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები. სადგურებზე განთავსებულ სათბურებსა და სანერგე მეურნეობებში გამოიყვანენ ხის ნერგებს, როგორც ველური ხის ჯიშებს ტყისთვის, ისე ხეხილის ბაღებისთვის და აგრომეტყევეობისთვის, ასევე ერთწლიანი კულტურების ჩითილებს. საექსპერიმენტო მიწებზე სხვადსხვა  კლიმატურ პირობებში გადარჩენილი ნერგები, რომლებიც გაუძლებენ არსებულ კლიმატს და ნიადაგის პირობებს ახლომდებარე ტყეებში დაირგვება. აგრონარგავებით და ჩითილებით კი ფერმერები ისარგებლებენ.

 

ფონდ Your  Forest-ის  პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისე აგრარული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კუთხით. პროექტი ხელს შეუწყობს ამ სფეროს ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და ადგილობრივი ახალი კადრების გაზრდას. კვლევის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება აგროსექტორით დაინტერესებული ინვესტორებისთვისაც. ინვესტორს, რომელსაც ზუსტ სამეცნიერო კვლევებზე გათვლით ეცოდინება, სად რა სახის პროდუქცია მოუტანს მოგებას, ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილების პროცესს გაუმარტივებს. სადგურში დამუშავებულ ინფორმაციას ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, წყლის შემცველობის ცვლილების თუ სხვა მონაცემების შესახებ, ყოველკვირეულ რეჟიმში ფერმერებიც მიიღებენ, რაც მათ საკუთარი მეურნეობის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებათ.

Smart City: Heat Wave Pilot Project

ფონდ Your Forest-მა საქართველოში კიდევ ერთი პროექტის ს  „“«Smart City: Heat Wave Pilot Project” -ის განხორციელება დაიწყო. პროექტის საპილოტე ვერსიის პრეზენტაცია ბათუმში შედგა. (ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=8sIZerPiD9Y )

 

smart1პროექტის მთავარი მიზანია უახლესი მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგურების საშუალებით,  ურბანული კლიმატური ქსელის  განვითარება, რომელიც  უწყვეტ მეტეოროლოგიურ მონიტორინგს განახორციელებს  (განახლების ინტერვალი 10 დან 30 წუთამდე ). მონიტორინგის მიზანია  გააფრთხილოს ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მოსალოდნელი სითბური ტალღების მოახლოების, სითბური დასხივების,  ქარიშხლისა და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.  შეგროვილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება თავისუფალ ონლაინ რეჟიმში დაინტერესებული სახელმწიფო სამსახურებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე ტურისტებისთვის.

მეტეორეკომენდატორის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა „პიკის საათის“ დროს  სითბური ტალღებისგან თავის ასარიდებლად შესაფერისი ადგილების მარშრუტების შემუშავება და დაგეგმარება.

სადგურების მეშვეობით მოსახლეობა  უწყვეტ რეჟიმში შეძლებს ინფორმაციის მიღებას, სად,  რომელ ტერიტორიაზე, დროის რა მონაკვეთში, რა  სითბური მონაცემებია,  რომელი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის რისკფაქტორის შემცველი და დროის რა მონაკვეთში სად უნდა შეაფარონ თავი.

 

სტატისტიკური მონაცემებით  სითბური ტალღები, როგორც წესი, ზრდის მოსახლეობის სიკვდილიანობის რიცხვს, მაგალითად, ძლიერი სიცხის დროს 1939 დან 2015 წლამდე მსხვილ  ქალაქებში სიკვდილიანობის დონე აშშ-ში ( ნიუ იორკი, ჩიკაგო და ლოს ანჯელესი) 7 % დან – 147 % მდე გაიზარდა  . 2003 წელს სიცხე ევროპაში დაახლოებით 70 000 ადამიანის გარდაცვალების  მიზეზი გახდა. მაღალი ტემპერატურა და ნესტი იწვევს,  არა მხოლოდ სითბური ტალღის გამოწვევას, არამედ დაავადებების ფართო სპექტრის გამწვავება: სითბური კრუნჩხვები, სითბური გამოფიტვა ასევე გაუწყლოვანება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

 

პროექტის საპილოტე  ეტაპის ფარგლებში  7 მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგური ქალაქ ბათუმში განთავსდა. სამი სადგური კი უახლოეს მომავალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დამონტაჟდება.

 

13925182_514680582075388_384510563284674773_nხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ბაზაზე, პროექტის ფარგლებში  სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა სექტორისთვის სისტემის პროფესიონალური ვერსიების შექმნა და შემუშავება, კერძოდ:

ჯანდაცვა შეგროვდება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ანონიმური ბაზა,  მეტეოროლოგიურ მოვლენებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირის გამოსავლენად, გამაფრთხილებელი სისტემა ალერგენების, ქვიშის ქარიშხლების შესახებ, საფრთხე ასთმით დაავადებულთათვის, ხანდაზმულებისთვის და მათთვის ვინც იღებს წამლებს, ვისზეც მოქმედებს კლიმატური პირობები  და ა.შ. იგეგმება უსაფრთხო ადგილების მარშრუტების დაგეგმვა ( მაღაზიები, კაფეები, კანიონები, რესტორნები) ასევე ახლოს მდებარე დახმარების პუნქტები. სისტემასთან მიერთებული   იქნება პირდაპირი კავშირი უახლოეს ექიმთან , რომელიც შეძლებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას და ასევე ექსტრემალურ შემთხვევებში სასწრაფო დახმარებასთან.

მუნიციპალური სამსახურების დახმარება ქალაქის შესაბამისი სამსახურების დროული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ: ხანძარი, ქარიშხალი, გვალვა, მაღალი ევაპოტრანსპირაცია, თოვლი, ინფექციისა და დაბინძურების რისკი და ა.შ.  მოსალოდნელი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად დროული ღონისძიებების განხორციელება  და საჭიროების შემთხვევაში ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

„ურბანიზაცია“:  კლიმატური მონაცემების გათვალისწინებით გათვლითი სისტემა ოპტიმალურია  მშნებლობისათვის.

 „ტურიზმი’: მოგზაურობების და სეირნობის გონივრული მარშრუტების დადგენა, ასევე ტურისტებისათვის უახლოესი 12 საათის განრიგი კლიმატური მონაცემებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გამოიწვიოს მეტეო მოვლენებმა.

 „აგრო“:  მომხმარებელს შესთავაზებენ აგრო საწარმოს ანალიზს, მფლობელი შესძლებს მოსავლის მონაცემების შეყვანას, სანაცვლოდ წარდგენილი იქნება რეკომენდაციები წარმოების ოპტიმიზაციისათვის და აგრეთვე  წარმოების გაუმჯობესების შესაძლო ვარიანტები

 

                       პარტნიორები და მემორანდუმები 

 

mtskheta1სხვადასხვა პროექტების ფარგლებში   ურთიერთანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ ფონდმა უკვე გააფორმა მემორანდუმები საქართველოს საპატრიარქოსთან, ბათუმის მერიასთან ( http://bit.ly/2dNjg4b ), მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასთან ( http://bit.ly/2daP3ai ) და ბათუმის უნივერსიტეტთან.

 

ფონდის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და სემინარები

ფონდ Your Forest-ის  ხელმძღვანელების ილია და იოსებ შაპირების მოწვევით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა არაერთი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი და ექსპერტი.  2016 წლის მარტში Your Forest-მა  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული აგრომეურნეობების და აგროპერსპექტივების შესასწავლად სპეციალურად მოიწვია საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნევო დორონი და ხარისხის კონტროლის სპეციალისტი გამსონ რაფაელი. აღსანიშნავია, რომ ნევო დრონი 20 წლის მანძილზე ოთხ კონტინენტზე 37 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აგროკომპანიებს უწევდა კონსულტაციებს, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის დაგეგმარებასა და განხორციელებაში. (ლინკი: http://bit.ly/28NdMAX )

 

მცხეთა-მთიანეთში არსებული მეურნეობების ეფექტურობის გაზრდის და აგროსექტორის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, ნევო დორონი და გამსონ რაფაელი, გუბერნატორის ინიციატივით სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფს უწევენ კონსულტაციებს. პროექტის მიზანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მწვანე ზონად ქცევა, ასევე მსოფლიო მასშტაბის ბრენდის შექმნა, როგორც ბიომეურნეობის მწარმოებელი რეგიონის.     (ნევო დორონის ინტერვიუ საქართველოს აგროპერსპექტივების შესახებ http://bit.ly/2dGd89r )

 

Your Forest-ის სემინარი მარწყვის მწარმოებელი ფერმერებისთვის

ფონდ Your Forest-ის მოწვევით, სექტემბერში საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონის აგროექსპერტი ნაბილ გნაემი ეწვია.

ფონდის ორგანიზებითა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, ნაბილ გნაემმა ქართველ ფერმერებს მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდოლოგიები გააცნო. სემინარს საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული ფერმერები და აგრობიზნესმენები ესწრებოდნენ.

როგორც სემინარის შემდეგ ფერმერებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სემინარები რადგან დღეს ქართველ ფერმერებს რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, ეს არის მეტი ინფორმაცია და განათლება სხვადსხვა კულტურების მოყვანის, მოვლის და დაავადებებთან ბრძოლის შესახებ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა. „დღევანდელ სემინარზე ყველაზე მეტად მაინტერესებდა მიმეღო ცოდნა როგორ ვებრძოლოთ მარწყვის დაავადებებს და შესაბამისი ინფორმაციაც და რჩევებიც მივიღე. ასევე სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში დამეხმარება. კარგი იქნება, თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი სემინარები და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლის შესახებაც მივიღებთ ცოდნას“_აღნიშნა სემინარის მონაწილე ერთ-ერთმა ფერმერმა. http://bit.ly/2dEE8pb

ფონდის აქტიურად იღებს მონაწილეობს აგრო და ეკო მიმართულებით საქართველოში გამართულ სიმპოზიუმებში, ფორუმებსა  და კონფერენციებში.

http://bit.ly/2a3IF86

dsc_88462015 წლის ნოემბერში ფონდის დამფუძნებელი  J-Group-Global-ის ორგანიზებით გაიმართა  კონფერენცია “საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მართვა” კონფერენციას ესწრებოდნენ  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ისრაელის ელჩი სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები და J-Group-Global-ის მიერ მოწვეული მსოფლიო რანგის მეცნიერები და ექსპერტები, რომლებიც წლების მანძილზე  სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის აღდგენასა და შენარჩუნებაში მასშტაბურ პროექტებს უწევენ კოორდინაციას.

 http://bit.ly/2a1kdmc

                         

გარემოს დაცვის თემაზე ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და საინფორმაციო კამპანია 

ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე  საინფორმაციო კამპანიის წარმოება,  ფონდის ხელმძღვანელების მოსაზრებით, ვერცერთი ორგანიზაცია, ფონდი,  ან სახელმწიფო ცალკე და ერთად აღებული ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისა და გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებით  სწორი დამოკიდებულების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება არსებულ პრობლემებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე, ასევე იმის გააზრებაში დახმარება,  თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს მწვანე გარემოს.   ამ მიმართულებით Your Forest აქტიურად მუშაობს დაფუძნებიდან ოთხი თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე   სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო საზოგადოებრივ კამპანია განახორციელა.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ Your Forest-ის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამოფენა „ისტორიის მწვანე ფურცლები“  მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები და ისტორიული საბუთები იმის შესახებ, საუკუნეების განმავლობაში,  თუ როგორ უვლიდნენ საქართველოში  ტყეებს და როგორი იყო მწვანე გარემოზე ზრუნვის კულტურა მოსახლეობაში. გამოფენამ დიდი გამოხმაურება და საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, რადგან გამოფენილი დოკუმენტების 90-მა პროცენტმა პირველად იხილა დღის სინათლე და თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მთელი საზოგადოებისთვის აღმოჩენად იქცა.  გამოფენის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოხატეს სკოლებმა და ერთი კვირის განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თბილისიდან და რეგიონებიდან  მოსწავლეების დიდი ნაკადი   ესტუმრა   გამოფენილი  დოკუმენტების გასაცნობად.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური:  „ წლების მანძილზე მათთან დაცული დუკუმენტების არაერთი გამოფენა გაიმართა, მაგრამ საზოგადოების ასეთი დიდი ინტერესი მანამდე არ დაფიქსირებულა“ .

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სტუდენტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთ-ერთ შეხვედრაზე  აღნიშნა: „ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მე-19 საუკუნეში ხევსურეთის მოსახლეობის მიერ შედგენილმა დოკუმენტმა, რომელიც ნათლად აჩვენებს რომ თვითონ მოსახლეობა როგორ ზრუნავდა გარემოზე და რამდენად სწორად ჰქონდა გააზრებული ტყის მნიშვნელობა. ეს გამოფენა არის კარგი მესიჯი საზოგადოებისთვის რომ მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს და მოვუფრთხილდეთ გარემოს. ეს ჩვენს ისტორიულ კულტურაში  უკვე დევს“.

იგივე მიზნით, ფონდის ორგანიზებით კიდევ ერთი გამოფენა  17 ივნისს გაუდაბნოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აღნიშნულ თემაზე, თბილისში შარდენის სკვერში ფოტოგრაფ მიქაელ ქავთარაძის ფოტოგამოფენა და სამხატვრო სტუდიის სამხატვრო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობისთვის გაუდაბნოების საფრთხეების დანახება და შეტყობინების გაგზავნა,  თუ რა საფრთხეებს ქმნის ტყის შემცირება.  გამოფენის პარალელურად  გავრცელდა ფონდის მიერ დამზადებული ფლაერები და სტიკერები, სადაც ტყეების შემცირებით გამოწვეული სახიფათო პროცესების საგანგაშო სტატისტიკა იყო განთავსებული.

ფონდმა წამოიწყო ასევე კამპანია „ტყე შენ გიცავს! მოუარე შენს ტყეს!“. კამპანიის ფარგლებში,   Your Forest-ის Facebook-ის  გვერდისთვის  იწერება   ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანების  ვიდეო მიმართვები, ტყის მოვლის აუცილებლობის შესახებ მოწოდებებით. Your Forest-ის Facebook-ის გვერდზე  სისტემატურ რეჟიმში  ქვეყნდება ასევ  ინფორმაცია აგროსექტორსა და ეკოსექტორში არსებული პრობლემების შესახებ და სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საზოგადოებას არსებულ საფრთხეებზე დააფიქრებს.  გვერდის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და იმის გააზრებაში დახმარება,  თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს ტყეს, მწვანე გარემოს და რა ზიანს მოუტანს მას ტყის შემცირება. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან და მნიშვნელოვან და საყურადღებო სტატისტიკას და ინფორმაციას აწვდის მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

ემის ჯილდოს მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფი ჯეიმს ჰიგინსონი
დიმა ობოლაძე
აჩი არველაძე
გვანცა დარასელია (ჟურნალისტი)
გოდერძი შარაშია ჟურნალისტი
სუხიშვილების სოლისტი ბაჩანა ჭანტურია
ჯგუფ „ფრანის“ სოლისტი გაგა ჩიხლაძე
ჯგუფ „რეგიონის“ სოლისტი ლაშა ნოზაძე

ასევე უახლესი  ტექნოლოგიების  გამოყენებით, მოსავლიანობის ზრდის და სოფლის  მეურნეობის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით, ფონდ Your Forest-ის  დამფუძნებელმა  კომპანიამ  J Group Global-მა , საქართველოს რამდენიმე რეგიონში  აგრო სემინარებიც  გამართა. სემინარს J Group Global-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო დონის უცხოელი ექსპერტები: პინი სარიგი,  ნაფტალ კოლაკოვსკი,   ილია პლოტკინი და „NAANDANJAIN“  ის  წარმომადგენელი იგალ მასტერი   უძღვებოდნენ.  უცხოელმა  ექსპერტებმა   მევენახეობის, სასათბურე და სათევზე  მეურნეობების განვითარების მიზნით,  ქართველ გლეხებს აგროსექტორში არსებული უახლესი მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების  უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სემინარის ძირითადი თემები იყო  ვენახების მოვლა, გაზრდა, მორწყვის კონტროლი, ახალი მეთოდებისა და  ტექნოლოგიების  გამოყენება.  წვეთოვანი და სასხური სარწყავი სისტემები, სათბურები და მისი აქსესუარები. ახალი მეთოდების და ტექნოლოგიებით  ხილ-ბოსტნეულის მოყვანა, ასევე აკვაკულტურა_სათევზე მეურნეობების განვითარების მეთოდოლოგიები.

 

როგორც  J-Group Global-ის  მიერ მოწვეულმა  სემინარის ტრენერმა  მევენახეობის დარგის პროფესორმა   პინი სარიგიმ აღნიშნა, აღნიშნული სემინარების მიზანი იყო  სარგებელი მოუტანონ ქართველ  გლეხებს , იმ ტექნოლოგიებისა  შესახებ  ინფორმაციის მიწოდებით, რომელსაც  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ, რათა მათ  საკუთარი ვენახების მოვლა და დაცვა  უკეთ  შეძლონ.  მისივე თქმით,   თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენება არის მოსავლის გაზრდის, რისკის  მინიმუმამდე  დაყვანის  და  რესურსების  ეკონომიის  გარანტი. (იხილეთ ბმული)

Facebook
YouTube
EnglishUSA